Powered By Blogger

Friday, February 4, 2011

ილიაუნის მდებარეობა

ილიას უნივერსიტეტის მისამართია :

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5

თბილისი 0162, საქართველო

(+995 32) 23 10 26
(+995 32) 29 41 97

uni@iliauni.edu.ge
www.iliauni.edu.ge


View ილიას უნივერსიტეტი in a larger map

Sunday, February 28, 2010

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2006 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე. მოგვიანებით უნივერსიტეტს შეუერთდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი, გოგებაშვილის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტი, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი და ზოოლოგიის ინსტიტუტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე.

ერთიანი სივრცე ემყარება სამ პრინციპს:
აკადემიურ თავისუფლებას;
სინდისის თავისუფლებას;
არჩევანის თავისუფლებას.
ეს პრინციპები გამომდინარეობს ერთმანეთისაგან და განაპირობებს ერთმანეთს:

სტუდენტები, მასწავლებლები, მკვლევარები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლები და ხელმძღვანელები; არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და მკვლევარებს რაიმეს შესწავლა და სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება მათი კავშირის - უნივერსიტეტის - საერთო მიზნებს და ამოცანებს.